Friday, September 30, 2011

ლიტერუდიტი კითხულობს...

უკვე იცით, რომ ლიტერუდიტი კითხულობს წიგნებს და იაზრებს ყველანაირად მას...
მარა რას წაიკითხავდა იგი თუ არ იქნებოდა გამომცემლობები, რომლებიც ამ წიგნებს უშვებენ...
საქართველოში დარეგისტრირებულია დაახლოებით 120-150 გამომცემლობა...
და აი ზუსტად ამ გამომცემლობებზე ვისაუბრებ მე...

და დავიწყე....
უკვე ყველასათვის ცნობილია შემდეგი გამომცემლობები:
ბაკურ სულაკაური, დიოგენე, სიესტა, პალიტრა L, ლოგოს პრესი, ელფი, და ა.შ.
ვიღაცას შესაძლოა ეგონა აქ ამ გამომცემლობების ისტორიებს დავწერდი მარა არა, ეგ ვიკიპედიის საქმეა.
მე კი შევეცდები სხვა კუთხთ დაგანახოთ ყოველი მათგანი...


მე პირადად ( სუბიექტურობა) ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებში მომწონს სისადავე და უბრალოება....
არა იმას კი არ ვამბობ რომ ეს თვისებები სხვა გამომცემლობის წიგნებს აკლიათ მარა მააინც...
სწორედ ამ გამომცემლობის მეშვეობით დღის სინათლე იხილა მრავალმა ქართულმა თუ უცხოურმა- ქართულად ნათარგმნმა წიგნმა....
გამომცემლობა წიგნებ უშვებს ყველა ასკის მკითხველისათვის, როგორც მოზარდ, ასევე ზრდასრულ  და რა თქმა უნა ბავშვებისათვის...
გამომცემლობის მიზანია ხელმისაწვდომ ფასში მიაწოდოის მკითხველს ყოველი ახლი წიგნი, როგორც ქართული ასევე უცხოური... როგორც ადგილობრივი აევე მსოფლიო ბესტცელერი....
საქრთველოს მთელ ტერიტორიაზე ყოველ 150 კვადრატულ მეტრში, მოიძებნება ერთი მოზარდი მაინც, ვისაც წაუკიტხავს ან ახლაც კითხულობს მსოფლიოს ბესტცელერს- ჯ. კ. როულინგის "ჰარი პოტერს"(შვიდიდან ერთერთს მაინც... :) ). სწორედ ამის გამოცაა რომ ამ გამომცემლობაზე რაგაც-რაგაცები თითქმის ყველა ახალგაზრდამ იცის...(ვგულისხმობ ვებ გვერდის მისამართს: www.sulakauri.ge )

მაგრამ უფრო მეტად ამ გამომცემლობას ხალხი პაოლო კოელიოს წიგნებით იცნობს: "ალქიმიკოსი", "პორტობელოელი ჯადოქარი" და სხვა...

 







Friday, September 2, 2011

ლიტერუდიტიკა…



    ნამდვილი ლიტერუდიტი იგია, ვინც 1) იცის ლიტერატურის ფასი; 2) იცნობს  წიგნების უღრმეს და უკიდეგანო ოკეანეს, ჰიმალაივით და კილიმანჯაროსავით მაღალ  მწვერბალებს; 3) გააჩნია პირადი დამოკიდებულება წიგნის ავტორზე, სიუჟეტზე და  ა.შ. 4) ასევე შეუძლია ჩაწვდეს, სრულად(უმრავლეს შემთხვევაში ნაწილობრივ)  გაიგოს ავტორის მიზანი; 5) არის  საშუალოდ მაღალი დონის მკითხველი.
    ზოგიერთი შემედავება,ან მომთხოვს ჩავასწორო და  პუნქტი 5 დავწერო პუნქტი 1-ის წინ. ეს სამართლიანიც  იქნება, მაგრამ აქ მე სულ სხვა რაგაცას ვფიქრობდი. აი  წარმოიდგინეთ შედის ვიგაც დაბალი დონის  ლიტერუდიტი და კითხულობს პოსტს. წაიკითხა  პუნქტები 1-4, გაიგო, ჩაწვდა და გაუხარდა, იფიქრებს  ეს მეც მეხებაო, აბა წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანი, წაუკითხავს 10 წიგნი და ეს ზღვა გონია, აქვს აზრი მთლიანად წიგნზე, ავტორზე. რაგაცას სამიანზე კი უეჭველი იმსჯელებს. მაგრამ პუნქტ 5-ს რა უყოს. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს ამასაც მიაწერს. და აი ჭეშმარიტი ლიტერუდიტი, აქვე გაიცინებს, რადგან პუნქტები 1-4 პუნქტ 5-ში შედის და ამის გარეშე არც არსებობს.

  ასე გამოდის რომ ნამდვილი ლიტერუდიტი არის კარგი, ნორმალური,  ჭეშმარიტი მკითხველი. ეს ასეცაა. ჩვენ ვკითხულობთ,რათა ვისიამოვნოთ,  გავეცნოთ ახალ სამყაროს, ახალ ამბებს, განვიცადოთ და რაც მთავარია  დავიმახსოვროთ სიბრძნე, გამოცდილება.