Saturday, August 13, 2011

ნამდვილი ლიტერუდიტია, ვინც...

     ნამდვილი ლიტერუდიტია იგი, ვინც არის ჭეშმარიტი კაი მკითხველი, აგრეთვე ნორმალური მსმენელი, გულითადად მშრომელი, შეუძლია აღიქვას და განიცადოს, გაითავისოს, დაიმახსოვროს, გაეთამაშოს, გაიცინოს და თუ საჭიროა დაიტიროს, გაასამართლოს, დააჯილდოოს, როგორც მთელი წიგნი, ასევე კერძო რომელიმე პერსონაჟი თუ ეპიზოდი.

მცდარია წარმოდგენა, როცა ზოგს გონია სახლში კარგი ბიბლიოთეკის არსებობა  აუცილებლად და ეჭვ მიუტანელად ლიტერუტიტის ნიშანი იყოს. ზემოთ დავწერე და აქაც ვიმეორებ ლიტერუდიტი არის კარგი მკითხველი. აი რომ იყო კარგი მკითხველი ამის სწავლაა საჭირო და არა სახლის წიგნებით გამოტენვა.
მაგრამ დამიჯერეთ ამ ჩვენს, გაჭირვებულ, 21-ე საუკუნეში მრავლადაა კარგი მკითხველი, რომლის პირადი ბიბლიოთეკა ასე 60-200 წიგნს მოიცავს ანუ არც ისე ბევრს, მაგრამ წაკითხული აქვს სულ მცირე 3-ჯერ უფრო მეტი.
კარგ, ჭეშმარიტ მკითხველად გახდომა ანუ ჩამოყალიბება საკმაოდ რტული პროცესია. ზოგი გადაიტანს ყველაფერს და გახდება ლიტერუდიტი, ხოლო ზოგი თავს მიანებებს და დარჩება დამწყებ მკითხველად.

No comments:

Post a Comment