Monday, April 25, 2011

ლიტერუდიცია და ბევრიც სხვა რამ...




ერუდიცია არის ცოდნა, რომელსაც ვაგროვებთ სხვადასხვა გზით. მათ შორისაა წიგნი. ეს უკანასკნელი კი მრავალ სახეობად და კატეგორიად იყოფა. იყო და ალბათ ასეც იქნება, რომ ყოველ ეპოქაში იქმნებოდა საუკეთესო ქმნილებები(ერთი მაინც) ყველა დარგში. ყველაზე პოპულარული კი რა თქმა უნდა მხატვრული ლიტერატურაა. იგი მასობრივი, ეფექტური გზაა, დაინახო, შეაფასო ,  გააცნო საკუთარი აზრი სხვაs, ან თუნდაც საკუთარ  თავს. გაასამართლო, ასახო რეალობა, მოუყვე შენგან შორს მყოფ უბრალო ადამიანებს საინტერესოდ ჩახლართული თუ დრამატული, საოცარი და ფანტასტიკური ამბები, პირადი ზრახვები, ფიქრები და სხვა.

მხატვრული ლიტერატურის კარგად ცოდნა და ფლობა ერთგვარი (მაგრამ ცალსახა) ერუდიციაა.
ამბობენ, რომ წიგნსაც აქვს მოდა. კამათი ამაზე 21-ე საუკუნეში ცოტა მოძველებულია.
და მაგრამ არსებობს წიგნები, რომლებიც მუდამ არიან მოთხოვნადნი.
არსებობს დადგენილი ლიტერუდიციის მინუმუმის თეორია, რომელიც მოიცავს იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს და იცოდეს ლიტერუდირებულმა ადამიანმა.
თვით ლიტერუდირებული ადმიანებიც კლასიფიცირდებიან. არსებობენ რეალისტები, რომანტიკოსები, სიმბოლისტები, ნატურალისტები და ა.შ.

აი ის 20 ავტორი და მათი წიგნები  რომელიც უნდა იცოდეს ყველამ:

  1. ლევ ტოლსტოი- "ომი და მშვიდობა"
  2. სტენდალი-"წითელი და შავი"
  3. ჰომეროსი- "ოდისეა"; "ილიადა"
  4. მარკესი- "მარტოობის 100 წელიწადი"
  5. შექსპირი- როგორც ტრაგედიები, ასევე კომედიები.
  6. ა. დიუმა- "სამი მუშკეტერი" და "დედოფალი მარგო"
  7. დანტე ალიგიერი- "ღვთაებრივი კომედია"
  8. ბალზაკი- "შაგრენის ტყავი"
  9. ჯეკ ლონდონი- "მარტინ იდენი"
  10. ჟიულ ვერნი- "კაპიტან გრანტის შვილები"; "80 დღე დედამიწის გარშემო"; "80 000 კილომეტრი წყალქბეშ"; "საიდუმლო კუნძული"
  11. ჩ. დიკენსი- "დავით კოპერფილდი"; "ოლივერ ტვისტის თავგადასავალი"
  12. მარკ ტვენი- "ტომ სოიერის თავგადასავალი"; "უფლისწული და მათხოვარი"
  13. მაინ რიდი- "უთავო მხედარი"
  14. ოსკარ უაილდი- "დორიან გრეის პორტრეტი"
  15. მიხეილ ბულგაკოვი- "ოსტატი და მარგარიტა"
  16. სერვანტესი - " დონ კი ხოტი"
  17. ერიხ მარია რემარკი- " ტრიუმფალური თაღი"; "სამი მეგობარი"
  18. ორჰან ფამუქი- " მე მქვია წითელი"; "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები"
  19. პაოლო კოელიო- "ალქიმიკოსი"; "11 წუთი"
  20. მიშელ უელბეკი- "პლატფორმა"
ეს ავტორები ნებისმიერ ქვეყანაში მუდამ მოთხოვნადი და წაკითხვადია, მაგრამ ლიტერუდირებულ ადამიანს აქვს საკუთარი top-20ეულიც და top-100იც. ასე რომ ეს სია მრავალნაირია, ზოგის სულ ერთ ავტორს უპყრია, ზოგისაც კი 2 ან 3 ავტორიგან შედგება. რადგან კითხვისაგან უნდა მივიგოთ სიამოვნება და არა უგემოვნოდ გადატვირთული(გამოტენილი) გონება.
    სიამოვნებას ერთნი სტენდალის კითხვისას იგებს, მეორენი კოელიოს, მესამენი ფრანსუაზ საგანის, მეოთხენი ბეგბედერის, მეხუთენი ბიოლის, მეექვსენი ორჰან ფამუქის, და ასე შემდეგ უსასრულობამდე.



    No comments:

    Post a Comment