Tuesday, August 16, 2011

ლიტერუდიციის საწყისები...

 ამ პოსტსი მოკლედ მიმოვიხილავ თუ რისი ცოდნა ევალება ლიტერუდიტს, ანუ კარგ მკითხველს.

"ლიტერუდიტობა მოითხოვს ცოდნას"

"ლითერუდიტობა ცხოვრების წესია"





             ლიტერუდიტმა კარგად უნდა იციდეს ლიტერატურის თეორია და მისი საფუძვლები. ეს კი ნიშნავს ვიცოდეთ გარჩევა პოეზიისა და პროზისა, თითოეული მათგანის მახასიათებლები, შიდა იერარქიები. ანუ მოკლედ უნდა იციდეს რა არის რომანი, მოთხრობა, ნოველა, ესსე, თხზულება, ზღაპარ, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი ამათი ერთმანეთისგან გარჩევა.
              ასევე პოეზიაში უნდა ვიცოდეთ (ლექსი, პოემა.)  ჟანრები, მიმდინარეობები.

 უმრავლესობა მკითხველისა უფრო პროზას ეტანება, რადგან ერთი შეხედვით უფრო ადვილი გასაგებია. მაგრა ეს ასე რომ არ არის ლიტერუდიტები დამეთანხმებიან. აბა დაჯექი და ასე უბრალოდ წაიკითხე ჯოისის "ულისე", პავიჩის "ხაზარული ლექსიკონი" და ა.შ.

ასევე დავიმახსოვროთ ლიტერუდიტი ადამიანია არამექანიკური არსება( ანუ არაა რობოტი), სუბიქტური შეხედულებების ქმნილება, მაგრამ მოეთხოვება ობიექტურობა, არ უნდა დაწეროს ან არ უნდა ილაპარაკოს იმ მწერალსა თუ წიგნზე რომელიც წაკითხული არ აქვს. უნდა იცნობდეს ყველა მიმდინარეობას: სიმბოლიზმს, რეალიზმს, რომანტიზმს, სიურეალიზმს, მოდერნიზმს, იმპრესიონიზმს, კლასიციზმს, ეგზისტენციალიზმს,   ფანასტიზმს.

Saturday, August 13, 2011

ნამდვილი ლიტერუდიტია, ვინც...

     ნამდვილი ლიტერუდიტია იგი, ვინც არის ჭეშმარიტი კაი მკითხველი, აგრეთვე ნორმალური მსმენელი, გულითადად მშრომელი, შეუძლია აღიქვას და განიცადოს, გაითავისოს, დაიმახსოვროს, გაეთამაშოს, გაიცინოს და თუ საჭიროა დაიტიროს, გაასამართლოს, დააჯილდოოს, როგორც მთელი წიგნი, ასევე კერძო რომელიმე პერსონაჟი თუ ეპიზოდი.

მცდარია წარმოდგენა, როცა ზოგს გონია სახლში კარგი ბიბლიოთეკის არსებობა  აუცილებლად და ეჭვ მიუტანელად ლიტერუტიტის ნიშანი იყოს. ზემოთ დავწერე და აქაც ვიმეორებ ლიტერუდიტი არის კარგი მკითხველი. აი რომ იყო კარგი მკითხველი ამის სწავლაა საჭირო და არა სახლის წიგნებით გამოტენვა.
მაგრამ დამიჯერეთ ამ ჩვენს, გაჭირვებულ, 21-ე საუკუნეში მრავლადაა კარგი მკითხველი, რომლის პირადი ბიბლიოთეკა ასე 60-200 წიგნს მოიცავს ანუ არც ისე ბევრს, მაგრამ წაკითხული აქვს სულ მცირე 3-ჯერ უფრო მეტი.
კარგ, ჭეშმარიტ მკითხველად გახდომა ანუ ჩამოყალიბება საკმაოდ რტული პროცესია. ზოგი გადაიტანს ყველაფერს და გახდება ლიტერუდიტი, ხოლო ზოგი თავს მიანებებს და დარჩება დამწყებ მკითხველად.